1761416822
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი და ზეწოლა ქართველებზე არ მოქმედებს
„რეალურად არ არსებობს არც ერთი ობიექტური ფაქტორი, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოსთან დაკავშირებით ამ პოლიტიკის გამკაცრება მოხდეს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი და ზეწოლა ქართველებზე არ მოქმედებს.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მცდელობას ევრობიუროკრატიის მხრიდან, მოახდინონ ზეწოლა ქართველ ხალხზე და ქართველი ხალხის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ამოქმედონ ჩვენი ქვეყანა, რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ. არანაირი შანტაჟი და ზეწოლა არ გადის ქართველებზე. კარგი იქნება, რაც დროულად გაიგებენ ამას, რამე თუ ეს ხელს შეუწყობს, სამომავლოდ ურთიერთობების გაუმჯობესებას“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.