Loading data...
დავით მათიკაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მამუკა მდინარაძე უკონკურენტოა, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, ხოლო მალე დაიკავებს სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას

კოორდინაციისთვის, დასახული ამოცანების შესრულებისთვის საჭიროა შესაბამისი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფო მინისტრის სახით იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„შეიძლება ითქვას, რომ მამუკა მდინარაძე უკონკურენტოა, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და უახლოეს დროში ის დაიკავებს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, ასევე, იქნება ვიცე-პრემიერი და მისი საქმიანობის მიზანი იქნება ძალოვან სტრუქტურებს შორის კოორდინაცია, რაც მათი საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.