1763381825
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, მიხაილ პოდოლიაკის სამარცხვინო განცხადება არ არის პირველი, ამას არაფერი უჭირს, სამარცხვინო ქმედებებიც რომ არ მოსდევდეს
სამწუხაროდ, მიხაილ პოდოლიაკის სამარცხვინო განცხადება არ არის პირველი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „ამას არაფერი უჭირს, სამარცხვინო ქმედებებიც რომ არ მოსდევდეს“.
„სააკაშვილი საქართველოში შემოიპარა და ვნახეთ, ეს ყველაფერი როგორ იყო კოორდინირებული უკრაინის სპეცსამსახურებთან, რა მიზანს ისახავდა თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში მისი შემოსვლა. მათი მიზანია, საქართველოში ქაოსის და დესტაბილიზაციის შექმნა.
საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა იყო ამ ყველაფრის მიზანი. სამწუხაროდ, ეს სამარცხვინო განცხადება არ არის პირველი. მოძმე უკრაინელ ხალხს ისეთ ხელისუფლებას ვუსურვებ, რომელიც შეესაბამება უკრაინის ღირსეულ მიზნებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.