Loading data...
დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: სამართლებრივად ხდება პოლიტიკურად დაბინძურებული ველის გასუფთავება

„სამართლებრივად ხდება პოლიტიკურად დაბინძურებული ველის გასუფთავება“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

„სამართლებრივად ხდება პოლიტიკურად დაბინძურებული ველის გასუფთავება. პოლიტიკურ მანტიაში გახვეული კრიმინალები წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ამ თვალსაზრისით შედგა კონსტიტუციური სარჩელი - თუ რამდენად ანტიკონსტიტუციური იყო პარტიის ქმედება და ემა, თუ იმ პარტიას თავისი რესურსიდან გამომდინარე რამდენად შეეძლო დაეზიანებინა ქვეყანა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ.