1786362802
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ჩვენ გვთხოვდნენ, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კიდევ უფრო მეტად იკვეთება, თუ რა მასშტაბის ანტიქართული კამპანია წარმოებს მაშინ, როდესაც ევროპელები ხელს ძალიან კარგად ითბობენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობით
ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა გერმანული გამოცემის სტატიას, რომ ევროპამ რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა.
„გლობალური ომის პარტია საქართველოსგან ომში ჩართვას ითხოვდა, რადგან ორმაგი სტანდარტი, რომლითაც დღეს ევროკავშირი ხელმძღვანელობს, არის აცდენილი იმ ე.წ. სულისკვეთებისგან, ომის დაწყების დღიდან რომ გააჩნდა დასავლეთს რუსეთთან მიმართებით. კიდევ უფრო მეტად იკვეთება, თუ რა მასშტაბის ანტიქართული კამპანია წარმოებდა და წარმოებს მაშინ, როდესაც ხელს ძალიან კარგად ითბობენ ევროპელები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ფონზე“, - აცხადებს მათიკაშვილი.