Loading data...
დავით მათიკაშვილი: როცა კანონს არღვევ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო

როცა კანონს არღვევ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო, ეს არის ოქროს წესი და მოცემულობა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, ტყუილი სიმართლედ წარმოაჩინოს.

„როცა კონსტიტუციური ორგანო გიბარებს, გეუბნება, კითხვებს პასუხი გაეციო და ამას თავს არიდებ, პასუხისგება აუცილებლად მოგიწევს. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია კანონში. ამიტომ, ნებისმიერი აზრი, რომელიც ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა, პროვოკაციას და ინსინუაციას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, რომ ტყუილი სიმართლედ წარმოაჩინონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.