Loading data...
დავით მათიკაშვილი: რადიკალებმა მტკნარ სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოვეს, თითქოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ჩვენს არარეზიდენტ მოქალაქეს ართმევდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ეს არის ტყუილი

რადიკალებმა მტკნარ სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოვეს, თითქოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ჩვენს არარეზიდენტ მოქალაქეს ართმევდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ეს არის ტყუილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა აპრობირებულია ირლანდიაში, ისრაელში, მალტაზე, სომხეთში, ეს ქვეყნები სწორედ ანალოგიურ პრაქტიკას მისდევენ.

„რადიკალებმა მტკნარ სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოვეს, თითქოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ჩვენს არარეზიდენტ მოქალაქეებს ართმევდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ეს არის ტყუილი. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით გაიხსნას საარჩევნო უბნები და ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები ისევე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა დღემდე. მსგავსი პრაქტიკა აპრობირებულია ირლანდიაში, ისრაელში, მალტაზე, სომხეთში, ეს ქვეყნები სწორედ ანალოგიურ პრაქტიკას მისდევენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალ რედაქციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.