Loading data...
დავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან კარგად დანახული სცენარი, რომელი სცენარითაც მზაკვრულად მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ ცალკეული ძალები

„პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, რაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, ყველა არჩევნების წინ, განსაკუთრებით, ეს ეხება 2020 წლის არჩევნებს, შემდგომ უკვე 2024 წლის არჩევნებს, იყო პირდაპირი, დაუფარავი მცდელობა სხვადასხვა გზით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გადაეპარებინათ, გადაეყვანათ საარჩევნო ბარიერს მიღმა.

„ანუ, მიეღოთ იმდენი ხმა, რომ შემდგომ უკვე ეს რამდენიმე ფლანგად დაყოფილი „მეხუთე კოლონა“, აგენტურა კვლავ გაერთიანებულიყო საქართველოს პარლამენტში და იმ მიზნებისთვის მიეღწიათ, რაც მათ სურდათ“, - აღნიშნა მან.

მათიკაშვილის განცხადებითვე, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან კარგად დანახული სცენარი, რომელი სცენარითაც მზაკვრულად მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ ცალკეული ძალები.

„უბრალოდ, დღეს სხვა მოცემულობაა, რომ საზოგადოების მხრიდან ნდობა კარდინალურად შემცირებულია“, - აღნიშნა მან.