Loading data...
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: არ შეიძლება სამშობლოს სიძულვილით გაერთიანებულმა პოლიტიკოსებმა დიდხანს შეინარჩუნონ რაიმე ფორმით ერთობა

„არ შეიძლება სამშობლოს სიძულვილით გაერთიანებულმა პოლიტიკოსებმა დიდხანს შეინარჩუნონ რაიმე ფორმით ერთობა“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ ქაოსთან დაკავშირებით.

„აბსოლუტურად უსამშობლოო, აბსოლუტურად ეკლექტური ერთობა, რა თქმა უნდა განწირულია დაშლისთვის ისედაც, ყოველგვარი სცენარების დადგმის გარეშე. რაც გინდა ის დაირქვან, რეალურად ეს არის აბსოლუტურად ფსევდოფორმატი. არ შეიძლება სამშობლოს სიძულვილით გაერთიანებულმა პოლიტიკოსებმა დიდხანს შეინარჩუნონ რაიმე ფორმით ერთობა.

კიდევ ერთხელ რწმუნდება ჩვენი ელექტორატი, თუ რატომ არ შეიძლება დაუშვა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის შემდგომ, ყველა არჩევნების წინ არის გარედან ძალების გარკვეული სცენარები იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს რადიკალური ოპოზიციური ფლანგი რამდენიმე ერთეულია და „ლელო“-გახარიას კავშირს საერთო არაფერი აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გაცვეთილი საბურავით მეორედ ვეღარ შეძლებენ რბოლაში მონაწილეობას. რისი იმედი აქვთ, არ ვიცი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.