1746699199
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია პოლიტიკურ სანაგვეზეა, ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვთ

მმართველი გუნდის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ადგილი პოლიტიკურ არენაზე არ არის.
მისი თქმით, ოპოზიციას ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს.
„ოპოზიცია უკვე აღიარებს, რომ რადიკალიზმი მარცხისთვის განწირულია. თვითმმართველობის არჩევნები, კიდევ ერთხელ, იქნება დადასტურება იქნება იმის, რომ ქართველი ხალხის ჩვენი ქვეყნის - წარმატებას, მშვიდობას და ეკონომიკურ განვითარებას უჭერს მხარს და არა რადიკალიზმს, არა მაიდანს. ოპოზიცია უკვე არის იქ, სადაც არის - პოლიტიკურ სანაგვეზეა, მათ ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვთ. რეალურად, რადიკალური ოპოზიციის ადგილი პოლიტიკურ არენაზე არ არის“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.