1785948000
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარობა და უცხოეთიდან საკუთარი მბრძანებლების წინაშე პოზიორობა
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარობა და პოზიორობა უცხოეთიდან საკუთარი მბრძანებლების წინაშე, - ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობას.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.
„რა ყრილობაზეა ლაპარაკი, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური თვალსაზრისით საბოლოო დღეები დათვლილი აქვს. მათ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოებისგან არ აქვთ. სრული არეულობა და ქაოსი აქვთ ე.წ. პარტიაში, ამ ყველაფრის ფონზე რა ყრილობა უშველით?“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.