დავით მათიკაშვილი: მერამდენედ დააანონსეს ხალხის მდინარეები, რადიკალური და აგენტურული პარტიების აქციამ ისევ ფიასკო განიცადა, კვლავ ერთი მუჭა ადამიანები შეიკრიბნენ
მერამდენედ დააანონსეს ხალხის მდინარეები? – რადიკალური და აგენტურული პარტიების აქციამ ისევ ფიასკო განიცადა, კვლავ ერთი მუჭა ადამიანები შეიკრიბნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა, რეალურად რა მხარდაჭერა გააჩნია რადიკალიზმს და აგენტურას.
„ამიტომაც აბსოლუტურად ტყუილი და თითიდან გამოწოვილია ის თეზა, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესით ამომრჩევლის სოლიდურ რაოდენობას არჩევანის უფლება ერთმევა. ბუნებრივია, ეს ასე არ არის. ამ შემთხვევაში მათი მხარდაჭერა ნულთან გათანაბრებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი დამოკიდებულია არა ხალხის მხარდაჭერაზე, არამედ იმაზე, თუ რეალურად რა მიზნები გააჩნია ამა თუ იმ პარტიას. ამიტომ ანტიკონსტიტუციური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. სააკაშვილის სახით ისევ ბელადომანიას ვხედავთ, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც ზოგიერთი ძალებისთვის „დემოკრატიის შუქურად“ არის მიჩნეული, სინამდვილეში კი დემოკრატიის ნგრევით იყო დაკავებული. ეს პერსონა სხვა აგენტურულ ოპოზიციურ ძალებთან შეუთავსებელია და მათი კინკლაობის ფონზე კარგად ჩანს მათი რეალური ანტისახელმწიფოებრივი სახე, რაც კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია ამ პარტიების ასაკრძალად“, – განაცხადა მათიკაშვილმა.