Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5971 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9082 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9090 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0522 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 ოქტომბერს შევა ძალაში.