Loading data...
დავით მათიკაშვილი ხაზარაძე-ფიშერზე: საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითობასთან და ამ თაღლითობაში გახვეულ დიპლომატთან

„ხაზარაძე რომ თაღლითია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, სასამართლო გადაწყვეტილებით არის ეს ყველაფერი დადასტურებული“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

„ხაზარაძე რომ თაღლითია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, სასამართლო გადაწყვეტილებით არის ეს ყველაფერი დადასტურებული. რა მძიმე სურათია, როდესაც თაღლით რადიკალ პოლიტიკოსთან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი აფორმებს შეთანხმებას და რეალურად, აფორმებს თუ არა, ესეც ჯერ კიდევ არავინ იცის. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითობასთან და ამ თაღლითობაში სამწუხაროდ, გახვეულ დიპლომატთან“, - აცხადებს მათიკაშვილი.

შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.

მანამდე კი, „კურიერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბინას "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს.