1779079024
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ქართული საბანკო სისტემა არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით
„ქართული საბანკო სისტემა, საფინანსო ბაზარი არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ინფლაციური პროცესები დასაშვებ ფარგლებშია.
„წინასწარი მონაცემებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ ანგარიში, რომელიც ესოდენ წარმატებულ მონაცემებს შეიცავს ფინანსური თვალსაზრისით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.