Loading data...
დავით მათიკაშვილი გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ: სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ დიდ ომსა და დაპირისპირებაში, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს

„ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების ცეცხლი დაანთონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი სახე, სახე აგენტურის, სახე იმ ადამიანების, რომლებიც პირდაპირ უცხოეთიდან იღებენ დავალებებს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გიორგი ახობაძის განცხადებას.

მისი თქმით, ახობაძის განცხადება არის იმ სურვილების გამჟღავნება, რომელიც უკვე წლებია ამოძრავებთ აგენტურულ ძალებს საქართველოში.

„განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ახობაძისგან, აქვს ერთადერთი განმარტება: ვერ ითმენენ საკუთარი სურვილების გამჟღავნებას, რაც უკვე წლებია ამოძრავებთ ამ აგენტურულ ძალებს საქართველოში. სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ დიდ ომსა და დაპირისპირებაში, რაც დღეს, სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ გამჟღავნებულ სურვილებს ნავთობტერმინალების აფეთქების, მათი სამიზნეებად ქცევის და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა, ქვეყნის ხელისუფლება, ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს, ეკონომიკურად იყოს მშვიდობა, რაც ყველაზე მთავარია. ჩვენ კარგად გვახსოვს ახობაძისა და მისი მსგავსი პირების მუდმივი სურვილი, გვახსოვს ლომჯარიას განცხადება, გვახსოვს „დიახ, ომი გვინდა“ და აი, ეს ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ, აი, ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების და ომის ცეცხლი დაანთონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი სახე, სახე აგენტურის, სახე იმ ადამიანების, რომლებიც პირდაპირ უცხოეთიდან იღებენ დავალებებს, ჯამაგირებს და ასე შემდეგ“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.