Loading data...
დავით მათიკაშვილი ევრონესტის რეზოლუციებზე: სინამდვილეში გაყალბებული არის სწორედ ეს რეზოლუციები და არა არჩევნები საქართველოში

„სინამდვილეში გაყალბებული არის სწორედ ეს რეზოლუციები და არა არჩევნები საქართველოში“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა

მათიკაშვილმა ამგვარად შეაფასა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები.

„სისტემატურად ყალბდება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ყველა მსგავსი რეზოლუცია, სადაც ობიექტური გარემოებებისგან სრულიად დაცლილი საკითხებია მოყვანილი. ზოგიერთი ევროპარლამენტარი ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განწყობას ვერ მალავს. ამ ტექსტში კარგად იკითხება სურვილი, მოახდინონ ზეწოლა და ძალმომრეობა ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.