1793941310
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ევროკომისიის ანგარიში აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან და უზუსტობებით არის გაჯერებული
„ანგარიში არის აბსოლუტურად ამოვარდნილი კონტექსტიდან და არის უზუსტობებით გაჯერებული“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას.
დეპუტატი ორმაგ სტანდარტზეც მიუთითებს, რადგან, მაგალითად გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებას საქართველოში ითხოვენ, თუმცა არა - საფრანგეთში.
„წარმოადგენს იმ მოთხოვნების შემცველ დოკუმენტს, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს მკაფიო პოზიცია აქვს გამოხატული. ჩვენ ვერ ვხედავთ ევროკავშირის მოთხოვნას მაგალითად საფრანგეთთან მიმართებით, რომ გააუქმოს გამჭვირვალობის კანონი. ითხოვენ საქართველოსგან კანონების გაუქმებას, რაც კიდევ უფრო ამსგავსებს ევროკავშირს საბჭოთა კავშირს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.