დავით მათიკაშვილი: ევროკავშირშიც ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად
მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპაში დემონსტრაციების მორიგ ტალღას გამოეხმაურა.
არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 800-მდე პირი დააკავა. პარიზში, პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.
„თბილისში მიმდინარე აქციები, რომელმაც შედეგად კინაღამ პარლამენტის დაწვა გამოიწვია, იყო პირდაპირ ეთერში ნაჩვენები „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტი და პოლიციის დაწვის მცდელობა, ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიიდან ამ რადიკალიზმის წამახალისებელი ძალებისგან იყო მონათლული როგორც მშვიდობიანი აქცია და მთელი კამპანია იწარმოვა ევროფონდების დაფინანსებით, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზებას და გაიდეალიზებას ემსახურებოდა.
აბსოლუტურად საპირისპიროა დღეს ევროკავშირში - იქაც ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, მაგრამ მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ სავსებით სამართლიანად, მაგრამ უსამართლობა აქ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით: ის ორმაგი სტანდარტი, წახალისება რადიკალიზმის და მცდელობა - სიმართლე პრაქტიკულად გადასხვაფერებული, სხვა კონტექსტით წარმოადგინონ, როგორც ადგილობრივი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე მსოფლიო თანამედროვეობისთვის“ - აცხადებს მათიკაშვილი.