Loading data...
დავით მათიკაშვილი: ევროკავშირის რეპუტაცია დღეს ძალიან შებღალულია

ევროკავშირის რეპუტაცია დღეს ძალიან შებღალულია. ევროკავშირის რეპუტაციის ანალიზი თუ გვინდა, იმ სტრატეგიას უნდა გადავავლოთ თვალი, რაც აშშ-ში სულ ცოტა ხნის წინ დაიდო, - ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მმართველი გუნდის დეპუტატმა ევრობიუროკრატთა ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა.

„ის, რაც საქართველოს გადასახედიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი, ქართველი ადამიანისთვის არის სრულიად ამორფული და შეუწყნარებლობა აქვს ქართველ ადამიანს, ეს არის ორმაგი სტანდარტი, მოტყუება და ცინიკურად თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ევროჩინოსნების მხრიდან - რაც იუპიტერისთვის არის დასაშვები, ხარისთვის არის დაუშვებელი!

ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი, თუმცა, ამ მოცემულობაში, როდესაც დეკლარირებ თავისუფლებას, დემოკრატიის მაღალ სტანდარტს, ამავდროულად, საკუთარ ქმედებაში ვერ ამჩნევ დიდი დოზით ისეთ მოცემულობას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება პარტნიორულ ურთიერთობებს, პირდაპირ კონტრპროდუქტიულია ნებისმიერი პარტნიორობისთვის - ის, რაც ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან და ეს ყველაფერი ორმაგ სტანდარტში, არის სამწუხარო მოცემულობა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, კრიტიკა არავის მოსწონს, მით უმეტეს იქ, სადაც ფაქტობრივად, არაფორმალური გავლენებია.

„ევროკავშირის რეპუტაცია დღეს ძალიან შებღალულია. ევროკავშირის რეპუტაციის ანალიზი თუ გვინდა, იმ სტრატეგიას უნდა გადავავლოთ თვალი, რაც აშშ-ში სულ ცოტა ხნის წინ დაიდო, სადაც პირდაპირ წერია, რომ თუ ევროკავშირი ასე გააგრძელებს სვლას, მისთვის ღირებულებითი უფსკრული გარანტირებულია. შესაბამისად, სამომავლოდ სახელმწიფოთა ეს გაერთიანება რა იდეოლოგიით წავა წინ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება - შეინარჩუნებს თუ არა თავს ეს კავშირი მომავალში საერთოდ“, - დასძინა მმართველი გუნდის დეპუტატმა.