Loading data...
დავით მათიკაშვილი: ჩვენ რომ 2022 წელს ავყოლოდით იმ ზეწოლას, რომელიც საქართველოზე ხორციელდებოდა, დღეს ბევრად უარეს დღეში ვიქნებოდით, ვიდრე არის სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი უკრაინა, საერთოდ, საქართველო იქნებოდა თუ არა, ესეც საკითხავია

ჩვენ რომ მათ ავყოლოდით, დღეს ბევრად უარეს დღეში ვიქნებოდით, ვიდრე არის სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი უკრაინა. საერთოდ საქართველო იქნებოდა თუ არ იქნებოდა, როგორ სახელმწიფო, ესეც არის საკითხავი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევრობიუროკრატების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრისას.

მათიკაშვილმა ისაუბრა, ევრობიუროკრატიის ჩარევას რომ შედეგი გამოეღო, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო.

„ჩვენ რომ 2022 წელს ავყოლოდით იმ ზეწოლას, რომელიც საქართველოზე ხორციელდებოდა, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა როგორც გარე აქტორებისთვის, ასევე მათ ქვეშ მოქმედი ქართველი რადიკალებისთვის - გვახსოვს რუსთაველის გამზირზე ჩაწყობილი ე.წ. ენჯეოშნიკები როგორ სურვილს გამოთქვამდნენ ბომბების ცეცხლის და როგორ უნდოდათ საქართველო დიდ უბედურებაში გაეხვიათ - დღეს ბევრად უარეს დღეში ვიქნებოდით, ვიდრე არის სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი უკრაინა. საერთოდ, საქართველო იქნებოდა თუ არ იქნებოდა, როგორ სახელმწიფო, ესეც არის საკითხავი, რადგან მსგავსი მასშტაბის ცეცხლსა და უბედურებას, რასაც მაგალითად, უკრაინამ გაუძლო, საქართველო ბუნებრივია, ვერ გაუძლებდა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.