დავით მათიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ეს ვიზიტი იყო ამის მკაფიო დასტური

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიულ ვიზიტს მოჰყვა შეფასებები. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისი ვიზიტის შემდეგ ღრმა თანამშრომლობის მოლოდინშია.
„ჩვენ გვაქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა და ეს ვიზიტი იყო ამის მკაფიო დასტური. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დიდი შესაძლებლობები, რომლებიც სპარსეთი ყურის ამ ქვეყანას აქვს, შესაბამისად, ფართოდ არის საქართველოს საინვესტიციო კარი გახსნილი ამ მიმართულებით და ჩვენ ველოდებით ძალიან მკაფიო და ღრმა თანამშრომლობას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. საამიროების პრეზიდენტი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.