დავით მათიკაშვილი: არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, ეს ძალიან კარგად იცის თვითონ ლევან ხაბეიშვილმა. არსებობს მხოლოდ ერთი რევოლუცია - ძალმომრეობითი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ხელისუფლების დამხობის ლევან ხაბეიშვილის ჩავარდნილ გეგმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს.
„ხაბეიშვილის ქცევა პირდაპირ ჯდება იმ დისპოზიციასთან, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსი გვეუბნება მისი საჯარო შეთავაზების თვალსაზრისით. არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის თვითონ ლევან ხაბეიშვილმა. არსებობს მხოლოდ ერთი რევოლუცია - ძალმომრეობითი, ძალადობრივი რევოლუცია, ძალადობრივი დამხობა, რომლის უფლებაც საქართველოში არავის გააჩნია“, - აცხადებს მათიკაშვილი.
ლევან ხაბეიშვილს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.