Loading data...
დავით მათიკაშვილი: ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა

„ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მსგავსი მიდგომა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში აპრობირებულია.

„საარჩევნო მარათონისთვის ინფორმირებული არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია - ახალი წესის შესაბამისად, თუკი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა. შესაბამისად, ეს ცვლილება არ არის არანაირად ნოვატორული, არის აპრობირებული ცალკეულ, დემოკრატიულ ქვეყნებში. ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების ინფორმირებულად განხორციელებაში მსგავსი ცვლილება ჩვენს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ, ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.