დავით მათიკაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებზე: ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს
„ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც კვლავაც გისოსებს მიღმა არიან, გარე ძალების ტყვეობის ქვეშ რჩებიან.
„ეს ძალიან მძიმე საქმეა - სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ თავდასხმა, თუმცა ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს.
ის პატიმრები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს კვლავაც რჩებიან გისოსებს მიღმა და საკუთარ დანაშაულს არ აღიარებენ, ხაზი უნდა გაესვას, რომ ისინი გავლენის ქვეშ არიან, რაც სამწუხაროა. ფაქტობრივად, გარე ძალებმა, რომლებმაც დაგეგმეს 4 ოქტომბერი, სწორედ ამ ძალების ტყვეობის ქვეშ რჩებიან ეს ადამიანები“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.