Loading data...
დავით კოდუა: ზუგდიდელები კარგად ხედავენ მიღწეულ შედეგებს, ისინი ქალაქის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის ძალად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დავით კოდუა ზუგდიდში ქუჯის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა. 

„დღეს ჩვენი ხედვები და ზუგდიდში კონკრეტული სფეროების განვითარების გეგმა მოქალაქეებს ქუჯის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე გავაცანით. ბოლო დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად ასობით ადამიანს ვხვდები, მახარებს მათი დამოკიდებულება ჩვენი გუნდის მიმართ.

ზუგდიდელები ნამდვილად კარგად ხედავენ მიღწეულ შედეგებს. მადლობა თითოეულს, რომ საჭიროებების მოგვარების, ქალაქის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის ძალად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევენ.

ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად ვიზრუნებთ კი უკეთესი ზუგდიდისთვის“, - აცხადებს დავით კოდუა.