Loading data...
დავით ქართველიშვილი აშშ-ის ელჩზე: ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით, ვის გამოაგზავნიან, რადგან უკანასკნელი ორი მცდელობა იყო წარუმატებელი და გააღვივა დასავლეთის მიმართ ის სკეპტიციზმი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს სუფევდა

„ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით, ვის გამოაგზავნიან ჩვენთან, რადგან უკანასკნელი ორი მცდელობა იყო წარუმატებელი და გააღვივა დასავლეთის მიმართ ის სკეპტიციზმი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს სუფევდა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩზე საუბრისას ანალიტიკოსმა, პარტია „ხალხის ხალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი რომ მისი წინამორბედის, კელი დეგნანის წარუმატებელი დიპლომატიური კარიერის გზას გაჰყვებოდა, მისთვის ეს ნათელი გახდა ერთი ფაქტით. კერძოდ, ის, რომ დანიგანი 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაში არ მონაწილეობდა. ასევე, ქართველიშვილის განცხადებით, უკვე მე-11 დღეა, რაც საელჩომ არ გამოაქვეყნა 26 მაისთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი.

„ეს ყველაფერი მოასწავებდა, რომ იგი ამ დღეებში ბარგის ჩალაგებით იყო დაკავებული და ისევე მიემგზავრება საქართველოდან, როგორც იდეოლოგიურად მისი კოლეგა უკრაინაში, აშშ-ის ყოფილი ელჩი, ქალბატონი ბრინკი“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, საინტერესოა, ვინ იქნება აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში.

„ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით, ვის გამოაგზავნიან ჩვენთან, რადგან უკანასკნელი ორი მცდელობა იყო წარუმატებელი და გააღვივა დასავლეთის მიმართ ის სკეპტიციზმი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს სუფევდა და რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასავლეთსა და საქართველოს შორის დახარვეზებული ურთიერთობების ნელ-ნელა რეაბილიტირება ხდებოდა“, - განაცხადა ქართველიშვილმა.