Loading data...
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და არ აქვთ საშუალება რეიტინგი გაზარდონ, ერთის მხრივ ეს არის მთავრობის პოლიტიკის დამსახურება, რომელიც მყარად მიჰყვება თავის კურსს და მეორეს მხრივ, ოპოზიცია ერთმანეთში ვერ გარკვეულა

„ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და არ აქვთ საშუალება რეიტინგი გაზარდონ. ერთი მხრივ, ეს არის მთავრობის პოლიტიკის დამსახურება, რომელიც მყარად მიჰყვება თავის კურსს და მეორე მხრივ, ოპოზიცია ერთმანეთში ვერ გარკვეულა“, - განაცხადა ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, როდის დაშორდა ოპოზიცია თავის ამომრჩეველს და იმას, რასაც ამომრჩეველი ითხოვს მისგან.

„როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ოპოზიცია თავის ამომრჩეველს მაშინ დაშორდა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ყოველწლიურად მათი რეიტინგი განიცდის კლებას, რეგრესს და ვერ ახერხებენ პროცესის გამოსწორებას, რაც მათი არასწორი სტრატეგიის „დამსახურება“. თუნდაც ავიღოთ მათი პარლამენტში არშესვლა და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რითაც ირიბად უთხრეს ამომრჩეველს, რომ არ აქვთ რესურსი იბრძოლონ სამართლიან ბრძოლაში, მოგების რესურსი არ აქვთ, მათთვის მთავარია ქუჩა და აპირებენ საკუთარი თამაშის წესებით იბრძოლონ. ეს დემოკრატიულ სამყაროში არასწორია. მეორე მხრივ, მთავრობის პრაგმატულმა და მშვიდობის პოლიტიკამ თავისი შედეგი მოიტანა. დღევანდელი [IRI-ს] კვლევა, რაც ვიხილეთ, არის საზოგადოების მიერ რეალობის სწორად აღქმა. ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და არ აქვთ საშუალება რეიტინგი გაზარდონ. ერთი მხრივ, ეს არის მთავრობის პოლიტიკის დამსახურება, რომელიც მყარად მიჰყვება თავის კურსს და მეორე მხრივ, ოპოზიცია ერთმანეთში ვერ გარკვეულა“, - აღნიშნა ჩიხელიძემ.

IRI-ის გამოკითხვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 პროცენტი აქვს, „ქართულ ოცნებას“ - 36. საერთო ჯამში კი, 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.