Loading data...
დავით ჩიხელიძე: „ნაცმოძრაობა“ რომ ვინმეს შეუსრულებელ დაპირებებზე დაუწყებს საუბარს, ჩემი თხოვნა იქნება, ეს დოკუმენტი ააფაროთ სახეზე - პირველი პუნქტი ხომ საერთოდ ქართველი ხალხის დაცინვაა: 2008 წლის დასაწყისში ხალხს ქვეყნის გაერთიანებას პირდებოდნენ, რამდენიმე თვეში კი საქართველოს 20% რუსეთს ჩააბარეს

„ნაცმოძრაობა“ რომ ვინმეს შეუსრულებელ დაპირებებზე დაუწყებს საუბარს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დოკუმენტი ააფაროთ სახეზე“, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს 2008-2012 წლების „ნაციონალური მოძრაობის“ 50 თვიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებს, რომელშიც მათი დაპირებები და სამოქმედო გეგმა იყო მოყვანილი.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008- 2012 წლის 50 თვიანი პროგრამის ძირითადი მიმართულებებიდან არცერთი მათგანი არ შეუსრულებია.

„ნაცმოძრაობა რომ ვინმეს შეუსრულებელ დაპირებებზე დაუწყებს საუბარს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დოკუმენტი ააფაროთ სახეზე. არც ერთი პუნქტი ამ ჩამონათვალიდან არ შეუსრულებიათ. პირველი პუნქტი ხომ საერთოდ ქართველი ხალხის დაცინვაა, 2008 წლის დასაწყისში ხალხს ქვეყნის გაერთიანებას პირდებოდნენ და რამდენიმე თვეში საქართველოს 20% ჩააბარეს რუსებს!“, - წერს ჩიხელიძე.