Loading data...
ჩაკვეტაძე: პარლამენტი მოტივირებულია ცვლილებები განიხილოს დაჩქარებული წესით, ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, რომ სამართალდამცავი უწყებები აგრძელებენ შეუფერხებელ მუშაობას, რათა მათი პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაიზარდოს

„პარლამენტი არის მოტივირებული, რომ ცვლილებები განიხილოს დაჩქარებული წესით“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკადრო როტაციისა და სტრუქტურული რეფორმის შესახებ განაცხადა.

მისივე განცხადებით, დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით წარმატებული იქნება.

„პარლამენტი არის მოტივირებული, რომ ცვლილებები განიხილოს დაჩქარებული წესით. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სამართალდამცავი უწყებები აგრძელებენ შეუფერხებელ მუშაობას, რათა მათი პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

მართლმსაჯულება არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი, რომელიც კონკრეტულად გულისხმობს სამართალდამცავი უწყების ფუნქციას და კომპეტენციას, ამიტომ თითოეული ამ უწყების კოორდინაცია იქნება სახელმწიფო მინისტრის - ახალი თანამდებობის მთავარი ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით იქნება ძალიან წარმატებული“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.