Loading data...
ბოჭორიშვილი: იმის ურჩად მტკიცება, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოს რაიმე მაჩვენებლებით უსწრებენ, ჩრდილს აყენებს მხოლოდ და მხოლოდ მათ სანდოობას, ვინც ამას აჟღერებს

„მსგავსი განცხადებები, როგორსაც აკეთებს ევროკავშირის ელჩი და არა მხოლოდ ის, ერთადერთ რამეს ემსახურება, ჩრდილს აყენებს ევროკავშირის სანდოობას“, - ამ განცხადებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვაში შექმნილი ვითარებას და ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოზე ბევრად წინ არიან.

მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ნათლად ჩანს, რომ საქართველოს აქვს ისტორიულად შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, ამავდროულად ჩანს, რომ მოლდოვაში არის ისტორიულად მაღალ დონეზე საგარეო ვალის ნიშნული.

„მსგავსი განცხადებები, როგორსაც აკეთებს ევროკავშირის ელჩი და არა მხოლოდ ის, ერთადერთ რამეს ემსახურება, ჩრდილს აყენებს ევროკავშირის სანდოობას. შეუძლებელია დაიმალოს ის, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, ის, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ისტორიულად მართლაც შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, ამავდროულად ვხედავთ, რომ მოლდოვაში არის ისტორიულად მაღალ დონეზე საგარეო ვალის ნიშნული.

აქედან გამომდინარე, სიმართლე ძალიან რთულია რომ დაიმალოს, ყველა კარგად ხედავს, თუ რა ხდება, როგორ ვითარდება საქართველო, როგორ ვითარდება სხვა ქვეყნები და ამ პირობებში, როდესაც ხდება ურჩად მტკიცება, რომ მოლდოვა და უკრაინა წინ უსწრებენ საქართველოს რაიმე მაჩვენებლებით, რა თქმა უნდა, ჩრდილს აყენებს მხოლოდ და მხოლოდ მათ სანდოობას, ვინც ამას აჟღერებს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.