Loading data...
ბოჭორიშვილი ჩეხეთის მიერ უცხოური დაფინანსების მქონე NGO-ების რეესტრის შექმნის დაანონსებაზე: გამჭვირვალობა მონათლეს „რუსულ კანონად“, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია ეს საკითხი, სხვადასხვა ფორმებით ასეთი კანონები მოქმედებს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში და არც ჩეხეთია გამონაკლისი

გამჭვირვალობა მონათლეს „რუსულ კანონად“, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საკითხზე საუბრობენ ყველგან, ევროპის ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია ეს საკითხი, სხვადასხვა ფორმებით ასეთი კანონები მოქმედებს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში და არც ჩეხეთია გამონაკლისი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ჩეხეთის მიერ სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აინტერესებს, თუ რაში იხარჯება უცხოური დაფინანსება და ეს ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესშია.

„ზოგადად, ჩვენ ბევრმა გაგვაკრიტიკა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. დემოკრატიის დაცვის პრეტექსტით, ზუსტად დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდნენ და აკრიტიკებდნენ. გამჭვირვალობა მონათლეს „რუსულ კანონად“, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საკითხზე საუბრობენ ყველგან, ევროპის ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია ეს საკითხი. სხვადასხვა ფორმებით ასეთი კანონები მოქმედებს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში. არც ჩეხეთია გამონაკლისი.

ყველას სჭირდება გამჭვირვალობა, ყველას სჭირდება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია - სად იხარჯება. ასევე, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება უცხოური დაფინანსება, ყველას აინტერესებს, თუ რაში იხარჯება ეს თანხა. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესში, არც საქართველო იყო და არის გამონაკლისი.

რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არის და იქნება ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ უცხოური ფული, უცხოური თანხები რაში იხარჯება. ამასთანავე, უფრო მეტიც, ძალიან ბევრ ქვეყანაში კატეგორიულად აკრძალულია უცხოური ფულის პოლიტიკაში მოხვედრა.

ჩვენ რასაც ვხედავთ, სწორედ, უცხოური ფული მონაწილეობს დღეს ქართულ პოლიტიკაში და, სწორედ, ამის პრევენცია გვინდა ჩვენ. ის, რაც დემოკრატიის პრინციპების ანი-ბანია, გვინდა, ჩვენთვისაც იყოს ზუსტად ისევე დაკანონებული, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.