ბოჭორიშვილი ახალი არჩევნების შესახებ ზურაბიშვილის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს
„ის სრულიად უკონტროლოდ მოქმედებს და არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მოთხოვნას საფუძველი არ აქვს.
„მის მოთხოვნას ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება, ამისთვის არანაირი საფუძველი რა თქმა უნდა არ არსებობს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აინტერესებს არანაირი კანონიერი და კონსტიტუციური საფუძვლები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მის მოქმედებას. მას არ სჭირდება არც კონსტიტუცია, არც კანონი და ზოგადად არანაირი წესი. ის სრულიად უკონტროლოდ მოქმედებს და არ უყურებს არც კანონს და არც კონსტიტუციას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.