1769782000
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის ზაქარია წიკლაურის ინიციატივას - ლევან ღოღობერიძის ქუჩისთვის ამბროსი ხელაიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ არსებობს ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს.
„ჩემთვის მართლაც სიახლე იყო, რომ თბილისში არ გვაქვს ამბროსი ხელაიას ქუჩა. მინდა, ამ ინიციატივისთვის ჩვენს კოლეგას მადლობა გადავუხადო. ასევე, ვიზიარებ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა კომისიური წესით განვიხილოთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.