1741862165
პოლიტიკა
ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამსახურის უფროსებთან მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამსახურის უფროსებთან მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა თანამშრომლებს სამინისტროს სტრატეგიული ხედვები გააცნო.
ყურადღება გაამახვილა ინოვაციურ და მიზანმიმართულ მიდგომებზე, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებას და შედეგებზე ორიენტირებულ სამუშაო პროცესს, რაც სამინისტროს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.