ბექა დავითულიანი: წინა აქციებზე ვინმეს დაკავებაზე, შეხლა-შემოხლაზე, ძალადობრივ ფაქტებზე ყველა საელჩოს და უცხოელებს ჰქონდათ რეაქცია და ახლა ეს რეაქცია არ ჰქონიათ. ეს რაღაცას ხომ ნიშნავს?!

„წინა აქციებზე ვინმეს დაკავებაზე, შეხლა-შემოხლაზე, ძალადობრივ ფაქტებზე ყველა საელჩოს და უცხოელებს ჰქონდათ რეაქცია და ახლა ეს რეაქცია არ ჰქონიათ. ეს რაღაცას ხომ ნიშნავს?!“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა დავითულიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.
„წინა აქციებზე ვინმეს დაკავებაზე, შეხლა-შემოხლაზე, ძალადობრივ ფაქტებზე ყველა საელჩოს და უცხოელებს ჰქონდათ რეაქცია და ახლა ეს რეაქცია არ ჰქონიათ. ეს რაღაცას ხომ ნიშნავს?! ერთის მხრივ იმას, რომ ხვდებიან, რომ რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს. წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, მოდის ოპოზიციის მიერ ხელშეწყობილი რაღაც ჯგუფი, მიდის საარჩევნო შტაბთან, სადაც სამუშაო პროცესია, დგას გარეთ და აგინებს მათ მთელი დღე, რომ პროვოკაცია გამოიწვიოს. რაც არ უნდა მოწინააღმდეგე იყოს შენი ევროპელი პოლიტიკოსი, მან ხომ იცის, რომ ეს მის ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია?! გინდა ბრიუსელის მერთან იაროს „ლელომ“ და გინდა უილსონთან „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხალხი ხომ ხედავს, რომ არ არის ეს ჯანსაღი პროცესი?! მერე შეიძლება დაურიგონ ცხოვრების უფლებები, მწვანე ბარათები და დარჩნენ და იცხოვრონ იქ, ხომ მოსწონთ“, - აღნიშნა დავითულიანმა.