Loading data...
დონალდ ტრამპი: აქტივისტები, რომლებიც გასულ კვირას ვაშინგტონში ვახშმის დროს დამხვდნენ, პატიმრობას იმსახურებენ

დონალდ ტრამპი გასულ კვირას მომხდარ ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აქტივისტები, რომლებიც ვახშმისას მას დახვდნენ, „საფრთხეს წარმოადგენენ“ და პატიმრობას იმსახურებენ. ამის შესახებ CNN წერს. 

„არ ვიცი, როგორ მოხვდნენ იქ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არაადეკვატური იყო, მათ ისეთი რაღაცები თქვეს. თუ შეხედავთ მათ ქცევას, ქმედებებს, დიახ, ვფიქრობ, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, ერთ-ერთ რესტორანში ვახშამზე მისულ დონალდ ტრამპს აქტივისტებმა „ჩვენი დროის ჰიტლერი“ უწოდეს. 9 სექტემბერს ტრამპი ვაშინგტონში, რესტორან Joe’s Seafood, Prime Steak & Stone Crab-ში იმყოფებოდა ვახშამზე, რა დროსაც მას აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და პალესტინის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.