ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის

„პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა დავითულიანმა, „ჰექსოგენის“ საქმეზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„როდესაც გყავს ექსტრემისტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც ღიად და ცალსახად აცხადებენ, რომ არეულობის ინსცენირება უნდათ და ხელშეწყობა, ამის რისკი ყოველთვის რჩება. პრევენცია არის, რომ იმუშაონ სამართალდამცველებმა და მეორე მხრივ, მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა. იმ შედეგზე, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეიცვლება, ეს ხალხი ვერ გავა, რადგან პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის“, - აღნიშნა დავითულიანმა.
ცნობისთვის, სუსმა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, დაკავებულებს საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ.
ასევე, სუსმა აღნიშნა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შესაძლოა, საქართველოში „ჰექსოგენის" შემოტანის საქმეში ფიგურირებდეს.