Loading data...
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ უორენ დევიდსონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის კონგრესმენ უორენ დევიდსონთან შეხვედრა გამართა, რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს და აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.

„აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენ უორენ დევიდსონთან, (R) რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს. კონგრესმენი დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა და ფინანსური სერვისებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრია.

შეხვედრაზე განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) მნიშვნელობასა და დადებით გავლენას რეგიონში”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.