Loading data...
პაკისტანი ავღანეთს დაესხა თავს, დაღუპულია 10 ადამიანი - Reuters

ავღანეთის ხოსტის პროვინციაში პაკისტანის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 10 ადამიანი. ინფორმაციას Reuters აქვეყნებს. 

„თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, პაკისტანს, ასევე, სამხედრო რეიდი ჰქონდა კუნარისა და პაქტიკას პროვინციებში, სადაც 4 მოქალაქე დაშავდა.

Reuters-ის ცნობით, ერთი დღით ადრე, პაკისტანის ქალაქ პეშავარში ორმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც სამი სამხედრო ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს დაიწყო. საუდის არაბეთისა და კატარის შუამავლობით, დაპირისპირება დროებით შეწყდა, თუმცა ქვეყნებს შორის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა. დაპირისპირება 15 ოქტომბერს განახლდა, რასაც, სულ მცირე, 1- ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ პაკისტანი და ავღანეთი ჯერ 48-საათიან, ხოლო მოგვიანებით, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.