Loading data...
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კოლუმბიის ოლქის მერს მიურიელ ბაუზერს შეხვდა

„ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ტალიაშვილის აუდიენცია ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერთან მიურიელ ბაუზერთან“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თამარ ტალიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

აშშ-ში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, მერმა მას ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა.

„ხაზი გაესვა ელჩებისა და დიპლომატიური მისიების როლსა და მნიშვნელობას ვაშინგტონის საზოგადოებრივ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიპლომატიური კორპუსის, ასევე აშშ-ში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - წერს თამარ ტალიაშვილი.