1765959176
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია
საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ერთადერთი საშუალებაა არ არჩეული ევრობიუროკრატების მიერ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდება.
„საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ერთადერთი საშუალებაა არ არჩეული ევრობიუროკრატების მიერ. საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მათ საკუთარ ხელში შანტაჟის მექანიზმიც აღარ დარჩებათ. ამიტომ, თუ ეს მოხდება, ევრობიუროკრატიას ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ შანტაჟის სხვა ბერკეტი აღარ დარჩება. ამიტომ, მსგავსი მოლოდინი არ მაქვს“, - აცხადებს გორდულაძე.