არჩილ გორდულაძე: თუ გვინდა, რომ სახელმწიფოდ შევდგეთ და ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული, მაშინ თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ სხვის უფლებებს და გავითავისოთ, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები

„ჩვენ თუ გვინდა, სახელმწიფოდ შევდგეთ და ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული, მაშინ თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ სხვის უფლებებს და გავითავისოთ, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები“, - ამის შესახებ “ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გამკაცრებულ კანონმდებლობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ჯარიმები არ იყო ეფექტიანი, კანონდარღვევის პრევენციას ვერ ახდენდა.
„ვხედავდით, ჯარიმები არ იყო ეფექტიანი, კანონდარღვევის პრევენციას ვერ ახდენდა. სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, რომ იზრუნოს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე.
ჩვენ თუ გვინდა, სახელმწიფოდ შევდგეთ და ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული, მაშინ თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ სხვის უფლებებს და გავითავისოთ, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები.
შესაბამისად, როდესაც 50 ადამიანი ძალადობს მილიონზე მეტ ადამიანზე, ეს არის როგორც საერთაშორისო პრაქტიკიდან, ასევე არაერთი ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული. ქვეყანა არ არსებობს, რომელშიც ასეთი აკრძალვა არ არის.
თუ იმ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც შსს-ს მიერ ექვემდებარება შეწყვეტას, ან იმ შემთხვევაში თუ თან იქონიებენ მაგალითად, პიროტექნიკას, ცივ იარაღს, იარაღს, ან ნებისმიერ ისეთ საშუალებას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვისი ჯანმრთელობის დასაზიანებლად, მაშინ პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრულია ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით.
სხვა შემთხვევებში თუ განმეორებით მოხდება იმავე პირების მიერ ჩამოთვლილი დარღვევების ხელახლა ჩადენა და რეციდივი, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრება სსკ-ით გათვალისწინებული სასჯელი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - აცხადებს გორდულაძე.