Loading data...
არჩილ გორდულაძე: წლებია, ზურა ჯაფარიძისნაირი დამნაშავეების ერთობა და ფრონტი უკვე შეკრულია საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ

წლებია, ზურა ჯაფარიძისნაირი დამნაშავეების ერთობა და ფრონტი უკვე შეკრულია საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მხილებული არიან არაერთ დანაშაულში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ამ ადამიანების გამოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ და მოქმედი აგენტურა აღარ იყოს, რომელიც კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას ცდილობს. დიდი ხანია, მისი ფრონტის ანასხლეტებს ვხედავთ, რომლებიც ცდილობს მილიონ-ნახევარზე მეტ ადამიანზე იძალადოს, როცა ისინი ქუჩებში გამოდიან და აბსოლუტურად აბსურდულ მოსაზრებებს აჟღერებენ.

თუ ოპოზიციას ლიდერად ზურა ჯაფარიძე წარმოუდგენია, კარგად ყოფილა „ნაცმოძრაობის“ სახე. ეს ის ადამიანია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მივიდა და რაც გააკეთა, საზოგადოებას ახსოვს – მშვიდობაში მოიხმარონ“, - აღნიშნა გორდულაძემ.