Loading data...
არჩილ გორდულაძე: როდესაც საკითხი საჯარო დებატების ფორმატამდე მივიდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არცერთი არგუმენტი არ არსებობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში „იმედის“ ეთერში განათლების რეფორმის საკითხზე გამართულ დებატებს ეხმიანება.

„არაერთხელ მოვისმინეთ ე.წ. ექსპერტების კრიტიკა განათლების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა როდესაც საკითხი საჯარო დებატების ფორმატამდე მივიდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არცერთი არგუმენტი არ არსებობს. სწორედ ამიტომ დასრულდა დებატები პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 100:0.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგნობრივი და არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა „ქართული ოცნების“ ველია და სწორედ ამის გამო გაურბიან საგნობრივ საუბარს ოპონენტები“, - წერს გორდულაძე.