Loading data...
არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: მისი ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც, მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს

„მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს უყრის.

მისი თქმით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები დეზინფორმაციული ხასიათისაა და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ცრუ კამპანიის წარმოებას უკავშირდება.

„მისი ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც. მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქალბატონი, მაგალითად, 2025 წლის 4 ოქტომბერს ამბობდა, რომ ეს იყო ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატვის ჩახშობა და ახლა 22-ზე მეტი ადამიანი აღიარებს, რომ ისინი იყვნენ ჩართულები ორგანიზებულ დანაშაულში, რომლის მიზანიც იყო, რომ ხელში ჩაეგდოთ სტრატეგიული ობიექტი, პრეზიდენტის სასახლე.

მაშინ, როდის იტყუებოდა ეს ქალბატონი, როდესაც წარსულში საუბრობდა თუ ის ადამიანები არიან სიცრუეში შეყვანილები, რომლებიც აღიარებენ საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.