1757755574
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე პაველ ჰერჩინსკიზე: ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენის შემოტანის წამქეზებელია, როდესაც იმ ადამიანების გვერდით დგება, რომლებიც გამორჩეულები არიან ზიზღით

მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის ოპოზიციური აქტივისტების წახალისებაში ადანაშაულებს.
„ეს ადამიანი წამქეზებელია ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენის შემოტანის, შუღლის კამპანიების, როდესაც იმ ადამიანების გვერდით დგება, რომლებიც გამორჩეულები არიან ზიზღით, რომლებიც ადამიანების გარდაცვალების ფაქტსაც კი ქილიკით მოიხსენიებენ.
მაგალითად, ქალბატონი ანანო დაკავშირებულია სოროსის ფონდთან, იმ ფონდთან, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ში არეულობის მოწყობას ცდილობსო, - ამ ადამიანთან მიდის, ესაუბრება და თავისი კავშირით და მხარდაჭერით ახალისებს იმ ნეობოლშევიკურ მოძრაობას და იმ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს, რომელსაც ვხედავთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.