1750272030
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება

„ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გამოწვევასთან ბრძოლაში ყველა საგამოძიებო ორგანოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება.
„ახალი მინისტრის ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციაში გააგრძელებს პასუხის გაცემას საზოგადოებაში არსებული გამოწვევის წინააღმდეგ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა ექნება საპარლამენტო გუნდის მხრიდან ყველა საგამოძიებო ორგანოს ამ ბრძოლაში“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.