Loading data...
ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო

ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის. ირანმა, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე რაკეტა გაუშვა. ინფორმაციაზე ისრაელის თავდაცვის ძალები წერს

„ისრაელის რამდენიმე რეგიონში, ცოტა ხნის წინ, განგაშის სირენების ხმა გაისმა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ირანმა ჩვენი სახელმწიფოს მიმართულებით, რაკეტები გაუშვა. საზოგადოებას გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალები საფრთხის გაუვნებელყოფაზე მუშაობენ.