Loading data...
არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძეზე: უმჯობესია, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე

„სამთავრობო ცვლილებები მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყოს აყვანილი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გასულ კვირაში განხორციელებულ საკადრო სიახლეების შეფასებისას.

მისივე თქმით, ამ კოორდინაციის მაგალითი იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს ძალადობრივი გზით ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მცდელობის ჩაშლის აღკვეთა.

„ვნახეთ, ამ კოორდინაციით როგორ მოხერხდა ამ მავნებლობის და დანაშაულის პრევენცია, აღკვეთა. ამიტომაც არის თვისებრივად უმჯობესი, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვაზე, ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.